საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდული ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს“.
მისივე განცხადებით, საქართველო მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს ამ გზიდან.
„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია.
დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!
რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.
საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია”, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.