სოსო ჯაჭვლიანი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

დღეს,13 თებერვალს, სპორტსმენი, მსახიობი, რეჟისორი და პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ჯაჭვლიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და პოლიტიკოსებმა.

სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა.

მან 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, 1995 წელს კი – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

სოსო ჯაჭვლიანი იყო რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“. ის მონაწილეობდა ფილმებში „ნატვრის ხე“, „ფესვები“, „თეთრი ბაირაღები“ და ა.შ.

სოსო ჯაჭვლიანი 2012 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია “ქართული ოცნებიდან”. ბოლოს კი იყო მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი.