ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ნიკოლაძის, მშენებელთა, გოგებაშვილის, წმინდა ნინოს, სპორტის, ბოსტანქალაქის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში კიზილ-ქილისა, რეხა, ხანდო, გუმბათი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 12:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ზემო კარაბულახი, ველისპირი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, კუმისი, მუხრან დაჩები, წალასყური და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ნაგები, თბილწყარო, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.