18 თებერვალს,ქვემო ქართლის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს 12:00-
დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში ტაზა-მახალა, კიზილ აჯლო, ჯანდარა და
მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მარნეულში;

10:00-დან 16:00 საათამდე
აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გაჩიანი, აქთაკლია, გამარჯვება და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში საცხენისი, თელეთი, მარტყოფი, სააკაზე, სართიჭალა და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში
ნახიდური, ქოლაგირი, ცურტავი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.