27 თებერვალს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, კალინინო, ბირლიკი, ბოტანიკა და მიმდებარე სოფლებში;

10:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ვარკეთილის მეურნეობაში, დიდ და პატარა ლილოში, სართიჭალაში და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა და მიმდებრე სოფლებში;

11:30-დან 18:45 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, ლესელიძის, კონსტიტუციის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.