რუსთავის წყალი დაუსრულებელი სამუშაოების გამო ქალაქს კვლავ წყლის გარეშე ტოვებს. ამჯერად წყალი 36 საათი არ ექნება რუსთავის მოსახლეობას.
წყალმომარაგების შეზღუდვის გამო საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 29 თებერვალს მოსწავლეების გარკვეული ნაწილისთვის არ შედგება.
შესაბამისი ინფორმაცია სკოლების დირექციამ დღეს გაავრცელა. წყლის შეზღუდვის გამო სასწავლო პროცესის გაცდენილი საათები მოსწავლეებს 11 მაისს აუნაზღაურდებათ.
შეგახსენებთ წყალმომარაგება 29 თებერვლის ღამის 01:00 საათიდან 1 მარტის დღის 13:00 საათამდე შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს და ჭყონდიდელის დასახლებას.









