3 და 5 თებერვალს, რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს 01:00-
დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, ხერხეულიძის, დადიანის და მიმდებარე
ქუჩებზე;

5 თებერვალს 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
მშენებელთა ქუჩაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.