8 თებერვალს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს 10:00-
დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო და მიმდებარე
სოფლებში;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის
სოფლებში არტოხი, შეხვეტილა, ნაპილნარი, მანგლისი, კოდა, მუხათი,
ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში;

11:40-დან 18:00 საათამდე აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში ბირლიკი, როზა, ბოტანიკა, თაზაქენდი და
მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში აქთაკლია, გაჩიანი, ფოლადაანთკარი და მიმდებარე
სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მანგლისში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვების,
სტალინის, კიროვის, აზიზბეკოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.