საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბაღდათსა და ქედაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრებისა და სრულიად საქართველოს გულისტკივილს.“- წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი