ირაკლი კობახიძე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერი Facebook-ზე წერს,რომ ლევან თედიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.

სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას”, – აღნიშნავს პრემიერი.