ქუთაისიდან ბარსელონის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან, ქუთაისის აეროპორტში დაეშვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისიდან ბარსელონის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან, ქუთაისის აეროპორტში დაეშვა.

„მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ“, – წერია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში