ძლიერი წვიმის შედეგად დუბაი დაიტბორა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერი წვიმის შედეგად დუბაი დაიტბორა. უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, აეროპორტში კი ათობით რეისი გადაიდო.

 

დროებით მუშაობა შეაჩერა სასწავლო დაწესებულებებმაც.