გოგი მეშველიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

„ ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

თქვენი შრომა და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საზოგადოების ინფორმირებისათვის , არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.

მადლობა თქვენი არც თუ მარტივი საქმიანობისთვის. გისურვებთ ბევრ წარმატებას! „-წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში