ტეხასის შტატში ცეცხლმა 500 000 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა

ტეხასის შტატში ტყის ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 26 თებერვლის შემდეგ ცეცხლმა 500 000 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა.

ხანძარი ძლიერი ქარის გამო ოკლაჰომას შტატზეც გავრცელდა, სადაც სტიქიამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და საძოვრები.

სახანძრო და სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე კონტროლს ექვემდებარება, თუმცა საფრთხე ჯერ არ განელებულა. რეგიონში ძლიერი ქარია, რაც ხანძრის ახალი კერების გაჩენის საშიშროებას ქმნის.