ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

 

ხანძარი ტიბეტის ხეობაში გაჩნდა და ქარის გამო, რამდენიმე მიმართულებით გავრცელდა. ცნობები მსხვერპლის და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.