ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.

 

მეზობლები ამბობენ, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლში ავეჯს გაუჩნდა.

 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. დაშავებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან, ხოლო ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია