თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები მის დასახმარებლად წყალში ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.