საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.
შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და გადადგმულ ნაბიჯებს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები მიმოიხილეს, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით.