მომხმარებლებს კომპანია Meta-ს პლატფორმების ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდათ.
მთელს მსოფლიოში “მეტას” მომხმარებლებს პრობლემა შეექმნათ. გლობალური სოციალური ქსელები: “ფეისბუკი”, “მესენჯერი” და “ინსტაგრამი” გაითიშა და მომხმარებლები ვერცერთი პლატფორმით ვერ სარგებლობდნენ.
ათასობით მომხმარებელს ეცნობა, რომ მათ სოციალურ ქსელზე წვდომის ვადა ამოეწურათ.
რამ გამოიწვია მასშტაბური ხარვეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.









