პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს და საელჩოს მიერ ორგანიზებული კონკურსის -Ambassador for a day გამარჯვებულებს: კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ ფეიქრიშვილს და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს ლიზა ბარბაქაძეს შეხვდა.
„დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან კონკურსის – „გახდი ერთი დღე ელჩი“ გამართვა მისასალმებელი წამოწყებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს, დიდი ბრიტანეთის ელჩს და კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შევხვდი. სტუმრებს საპარლამენტო საქმიანობაში და ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართულობის საკითხები გავაცანი და ასევე ვესაუბრე იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რაც ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და მათთან შეხვედრა ჩემთვისაც საუკეთესო გამოცდილება იყო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს კონკურსში გამარჯვებულები სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.