რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია, თუმცა სეზონური ვირუსების პიკი გადავლილია. ამ ეტაპზე საქართველოში ყველაზე გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი.
დაიკლო „ა“ გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევებმა, თუმცა, მომატებულია „ბ“ გრიპის ხვედრითი წილი. დასტურდება კოვიდ 19-ის შემთხვევებიც. ჯერ კიდევ ბევრი და ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის ბოლოს ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.