საქართველოში 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ კი მთაში მოთოვს.
ქ. თბილისში 17 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 მარტს ჰაერის ტემპერატურა +16, +17 გრადუსი დაფიქსირდება
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა +15 +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 17 მარტს ზოგან წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 მარტს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 17 მარტს ზოგან იწვიმებს. 18 მარტს გამოიდარებს. ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 17 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.