„ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციამ ქალთა თვის აღსანიშნავად გამართა ღონისძიება სახელწოდებით „ ქალის გზა პოლიტიკაში”.
ღონისძიებაზე ორგანიზაციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პარტიის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის მცირე ანგარიში წარუდგენეს, რის შემდეგაც მოწვეულმა სპიკერებმა, პარლამენტის ყოფილმა წევრებმა, დარეჯან ჩხეტიანმა და სოფიო ლარცულიანმა ისაუბრებეს, თუ რა გზის გავლა უწევს ქალს პოლიტიკაში და გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.
აღნიშნული ღონისძიებით „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რასთან არის დაკავშირებული ქალთა დღის (8 მარტის) აღნიშვნა. ეს თარიღი დაკავშირებულია ეკონომიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და პოლიტიკაში თანასწორ სუბიექტებად ჩართვის იდეასთან.
ღონისძიებას დაესწრო “ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის საბჭოს წევრი მარი ლიპარტელიანი .









