ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.