ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

 

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის აეროპორტში დაჯდა.