რომის პაპმა უკრაინაზე საუბრისას პირველად გამოიყენა ტერმინები „თეთრი დროშა“ და „დამარცხებული“

რომის პაპმა უკრაინაზე საუბრისას პირველად გამოიყენა ტერმინები „თეთრი დროშა“ და „დამარცხებული“, – ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა „მოლაპარაკებები” ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა“, – განაცხადა რომის პაპმა.

ინტერვიუს დროს ტერმინი „თეთრი დროშა“ თავდაპირველად ჟურნალისტმა გამოიყენა