თბილისის საქალაქო სასამართლო სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილი სამი მენეჯერისა და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილი ორი წარმომადგენლის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

 

სასამართლო სხდომა 16:00 საათზე დაიწყება. დაკავებულებს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მიმდინარეობს გამოძიება.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.