26 მარტს ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს 10:00-დან 10:02 საათამდე და 11:58-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, გამარჯვება, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში ტოლსტოის, ბერიტაშვილის, გრანელის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი, დიდი და პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, 9 მაისის, ნინოშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:45-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას ქუჩაზე;

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფელ იმერაში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.