2023 წელს Instagram-მა გადმოწერებით TikTok-ს გადაასწრო. Instagram-ის გადმოწერები წლიურად 20%-ით, 768 მილიონამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. პეკინში დაფუძნებული ByteDance-ის TikTok-ის გადმოწერები კი იმავე პერიოდში 4%-ით, 733 მილიონამდე გაიზარდა.
2020 წელს Instagram-მა TikTok-ის წარმატების მაგალითზე, ახალი ფუნქცია მოკლე ვიდეოები (reels) დაამატა. გაიზარდა დაინტერესება „ინფლუენსერების“ მხრიდანაც.
გასული წლის ბოლო კვარტალში Instagram-ის აქტიური თვიური მომხმარებლების რაოდენობამ 1.47 მილიარდი შეადგინა, ხოლო TikTok-ის შემთხვევაში მაჩვენებელი 1.12 მილიარდს შეადგენდა.