UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია

UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია. მას აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება.

 

16 თებერვალს ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

 

ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.