UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია. მას აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება.
16 თებერვალს ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.