პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.
„საქართველოდან ჩინეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია და ეს დაადასტურა ჩინეთის ელჩმაც. ველოდებით ტექნიკური დეტალების დაზუსტებას. ქართველ მწარმოებლებს შეეძლებათ, თაფლის და ფრინველის ხორცის ჩინეთში ექსპორტირება, რაც განუზომელ შესაძლებლობას წარმოადგენს. ასევე ვისაუბრეთ პროექტზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და მასში საქართველოს როლზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.