როგორ ამინდს პროგნოზირებენ დღეს,17 მარტს სინოპტიკოსები საქართველოში

საქართველოში 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ კი მთაში მოთოვს.

ქ. თბილისში 17 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 მარტს ჰაერის ტემპერატურა +16, +17 გრადუსი დაფიქსირდება

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა +15 +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო):  17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 17 მარტს ზოგან წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 მარტს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 17 მარტს ზოგან იწვიმებს. 18 მარტს გამოიდარებს. ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 17 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.