პარიზი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში პოლონელ კაროლინა სტრავიცკას სძლია, ანგარიშით 15:8, ფინალური ბრძოლა კი იტალიელ როსინა პასკუინოსთან ანგარიშით 15:9 დათმო.
ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი, ანგარიშით 15:5, დაამარცხა, ფინალში კი პოლონელ კინგა დროჟდთან დამარცხდა, ანგარიშით 15:7.