ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.
ხანძარი ტიბეტის ხეობაში გაჩნდა და ქარის გამო, რამდენიმე მიმართულებით გავრცელდა. ცნობები მსხვერპლის და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.