გარდაბნის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაურმა, მერმა – დავით კარგარეთელმა, მათმა მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ გარდაბანში, ლესელიძის ქუჩაზე, სამი საბავშვო სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის მიხედვით, ტერიტორია შემოიღობება და დაიგება დეკორატიული ფილები. სივრცეში უკვე განთავსდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და დამონტაჟდა სკამები.

▪︎ ქალაქ გარდაბანში, ასევე მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით მოედანი შემოისაზღვრება ბადე-პანელებით, მოეწყობა ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და გარე განათების სისტემა.

▪︎ სოფელ ნაგებში დასრულდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

▪︎ პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.