ვაზიანში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა

ვაზიანის საბავშვო ბაღში, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების, განახლების, დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის გამწვანების აქცია მოეწყო და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დარგეს.
გამწვანების აქცია „გარდაბნის სანერგეს“ და ა(ა)იპ გარდაბანსერვისის სამსახურის ხელშეწყობით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე 1970 წლიდან აღნიშნება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველწლიურად მსოფლიოს ათიათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.