რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში ევროპის რეგიონული კომიტეტის და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ, ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას დაესწრო, სადაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს
შეხვედრის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, დეცენტრალიზაციის პროცესში, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერით, ნინო ლაცაბიძემ ქალაქ რუსთავში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგები გააცნო
“დღეს ჩვენს ქვეყანაში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ხორციელდება რეფორმები, და პროექტები პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქებში და სოფლებში ხალხმა კიდევ უფრო ღირსეულად იცხოვროს.
საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები ერთად ვაძლიერებთ ქვეყანას, რომლის კურსიც არის ევროპული. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენით და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ სრულფასოვანი წევრები დიდი ევროპული ოჯახის.“ – ნინო ლაცაბიძე