ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო მსოფლიო ბანკის ანგარიში – „ქალები, ბიზნესი და კანონი 2024“.

„შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ანგარიში –  „ქალები, ბიზნესი და კანონი“, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნები შეფასებულია ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობების სრულყოფის კუთხით.

საქართველოს 100-დან 88 ქულა აქვს, რაც საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა ჩვენ ვნახეთ ხარვეზები, რომელიც შეიძლება აღმოიფხვრას. არაერთხელ გვითქვამს, რომ ქალები შეიძლება იყვნენ ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, ეკონომიკის ზრდის სტიმული და ამ ჭრილში გვექნება მსოფლიო ბანკის საერთაშორისო  ჯგუფთან და ექსპერტებთან კომუნიკაცია, რომ უფრო დეტალური გეგმა ან ანგარიში გაიწეროს საქართველოსთვის.

მსოფლიო ბანკი არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმატორულ პროექტს ახორციელებს საქართველოში და ვფიქრობ, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხითაც შევძლებთ ახალი იდეის ფორმირებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.