საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა.
ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიება აგრო იმპექსის საირიგაციო წყალსაცავზე, სოფელ ლემშვენიერაში გაიმართა.
ქარხანა ყოველწლიურად 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას მოხმარდება.
პროექტი USAID-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.









