„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მოულოდნელად თავს დაესხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს და თავში ჩაარტყა. ამ დროს მდინარაძე ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა.