,,ჯი ვი პის’’ უპასუხიმგებლო დამოკიდებულება რუსთაველი მოსახლოების მიმართ

კომპანია ,,ჯი ვი პიმ”, მეგობრობის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 13 მარტს დაიწყო.

სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა ,თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები ერთ ზოლში მოძრაობენ,მიზეზი გზის ნაწილის მოუწესრიგებლობაა.

გზის გვერდით დატოვებული მილების გარდა,რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მეგობრობის ქუჩაზე გაჩერებებთან მოსახლეობას ტრანსპორტის ლოდინი მტვერში უწევთ.

როდის უზრუნველყოფს კომპანია ჯი ვი პი  აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მოწესრიგებას,რატომ არ წესრიგდება გზა სამუშაოების დასრულების თანავე და დაგებული გზის ხარისხზე ვინ არის პასუხიმგებელი პირი  ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯი ვი პის და რუსთავის წყლის გაერთიანების შემდეგ კომპანიაში არ მოიძებნება პირი და პასუხებისთვის 10 დღე ჭირდებათ.