აფხაზეთის ქუჩაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო

რუსთავში, კიდევ ერთი უბნის განახლება მომდინარეობს.
აფხაზეთის ქუჩაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.
პროექტი 3 ლოკაციაზე: აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მთლიანად შეიცვალა, წყალსადენის, წყალარინების, გაზის და ელექტროენერგიის კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემაც.
გათვალისწინებულია ველობილიკების, ტროტუარების, გარე განათების ახალი ქსელის და მწვანე სივრცეების მოეწყობაც.
პროექტს ვიზუალურის გარდა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.
სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 994 439 ლარია.