გარდაბნის მერიამ დედამიწის დღის აღნიშვნა გამწვანების აქციით დაიწყო

აპრილის თვეში მსოფლიო მასშტაბით დედამიწის დღე აღინიშნება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამწვანების აქციით იწყებს.
გარემოსდაცვითი ღონისძიება, მუნიციპალიტეტის მერის დავით კარგარეთელის ინიციატივით დაიგეგმა და გარდაბნის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სახეობის ხეები მერის მოადგილეებმა ლევან ხმალაძემ და ფუად მირზოევმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გარდაბნელ ახალგაზრდებთან ერთად დარგეს.