„პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“-2024 წლის დედამიწის დღის მოწოდება.
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება! აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გარდაბანში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ხმალაძემ, მერიის თანამშრომლებმა და ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე 1970 წლიდან აღნიშნება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველწლიურად მსოფლიოს ათიათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.