შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა.
მომსახურების სააგენტოს ცნობით, ტრანზიტული ნომრების ახალი წესით გაცემა დღეიდან დაიწყო:
„ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეეძლება.
აღნიშნული ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების ადმინისტრირებას.
1-ელ აპრილამდე გაცემულ შიდა ტრანზიტის და ტრანზიტულ ნომრებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედების ვადით“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.