რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო.
პროექტი, – ,,სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში”, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება და რუსთავის ბაგა- ბაღების თანამშრომლებისთვის სპეციალური ტრენინგ კურსის ჩატარებას ითვალისეინებს.
ბავშვთა ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის ტრენინგ კურსი რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანების თანამშრომლისთვის დღეს დაიწყო და მას ქართული პედაგოგიკის ნოვატორი – შალვა ამონაშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ პროექტი რუსთავის მერიასა და შალვა ამონაშვილოს აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
აღსანიშნავია,რომ ლექციების კურსს, რუსთავის ბაგა- ბაღების სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700 თანამშრომელი გაივლის.