რუსთავის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტს ახორციელებს.
პროექტში – ,,ახალი სიმწვანე“, 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას.
პროექტის პირველი საპილოტე ეტაპი უკვე განხორციელდა. დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის
პირველი სამუშაო დღე, რუსთავის სანერგე მეურნეობაში შედგა, სადაც ახალგაზრდებმა სპეციალური ვორქშოფიც გაიარეს და ქალაქის გამწვანების სამუშაოებისთვის, ნერგების გადარჩევაშიც მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი – ,,ახალი სიმწვანე”, რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში მათი ჩართვის მიზნით ხორციელდება.
პროექტის მომდევნო ეტაპის მონაწილეთა რეგისტრაცია მაისში დაიწყება.