ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობაში ხანძარი იყო

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობაში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც უფუნქციოა.
აღნიშნული შენობის პირველი სართული კი, სადაც, ამჟამად, საქართველოს ფოსტაა განთავსებული, არ დამწვარა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორამციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.