წყლის ქსელზე დაზიანება და დატბორილი მიმდებარე ტერიტორია

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე წყლის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კვირის წინ დაიწყეს თუმცა, ამის შემდეგ ჯივიპიც არცერთი თანამშრომელი ამ ტერიტორიაზე არ გამოჩენილა.
დაუსრულებელი სამუშაოების გამო მოქალაქეებს საფრთხე ექმნებათ გადაადგილებისას, უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და შესაბამისი რაოდენობის საგზაო ნიშნებიც არ არის დამონტაჟებული.
დღეს კი წყლის ქსელზე დაიზიანების გამო, მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჯივიპის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანიას დაზიანებაზე ინფორმაციაც კი არ ჰქონია
ასევე, Tv 4 დაუკავშირდა ჯივიპი რუსთავის პრესსამსახურს თუმცა, ჩვენს ზარს არ უპასუხეს